შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ კარწახში შრი-ლანკის რესპუბლიკის 6 მოქალაქე საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს პიროვნების იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები თან არ ჰქონდათ და საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებულები ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს გადაეცა.