”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გელა დემეტრაძე: “ეს არ არის ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს თემს ეკონომიკურ მდგომარეობას გაუუმჯობესებს“

ოპოზიციური   პარტიის,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებმა ახალციხის თემის, მომავალი წლის ბიუჯეტი  კიდევ ერთხელ განიხილეს. შეხვედრა საინფორმაციო პორტალ „სამხრთის კარიბჭეს“ ინიციატივით,  რედაქციის ოფისში მოეწყო.

დამსწრეებმა იმ ძირითად  პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რაც მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაიწერა.

საუბარი შეეხო, მუნიციპალიტეტში გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაციას, მელიორაციის სიტემის მოწესრიგებას, ასევე, გამგეობაში თანამშრომელთა შტატების გაზრდასა და სახელფასო ანაზღაურებას. „ეს ნამდვილად არ არის ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს თემს ეკონომიკურ მდგომარეობას გაუუმჯობესებს“ –ასე შეაფასა შეხვედრის დასარულს, ბიუჯეტის პროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. გელა დემეტრაძის თქმით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პარტია მხარს არ დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ თემის  ჩასწორებული ბიუჯეტი გამგეობიდან, ისევ საკრებულოს გადაეგზავნა, რომელიც საბოლოო სახით თვის ბოლოს დამტკიცდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე