ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულისა და ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, შალვა აბულაძის პროცესზე შესვენება გამოცხადდა. მოსამართლის განმარტებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სხდომაზე დასწრებაზე ისევ უარს აცხადებს. თუმცა, რატომ არ ესწრება პროცესს აბულაძის ადვოკატი, გოჩა ჯეირანაშვილისთვის უცნობია.
სასამართლო სხდომის დარბაზში, ამ დროისათვის, იმყოფება დაჭრილი პოლიციელი გიორგი მახარაშვილი. პროცესს, ასევე, ესწრება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 30–მდე თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი მათგანის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებაში ბრალდებულის საქმე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. დარჩენილი დაცვის მხარის სიტყვა.
You must be logged in to post a comment.