14 დეკემბრის 05:00 საათიდან 15 დეკემბრის 15:00 საათამდე ახალციხეს, ასპინძას, დამალასა და ხიზაბავრას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. გაზმომარაგებით ვერ ისარგებლებს ჯამში 7 500–მდე აბონენტი. აღნიშნულის შესახებ “საქართველოს გაზის ტანსპორტირების კომპანია” იუწყება.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების დროებითი შეწყვეტის მიზეზი, მარნეულის განშტოებაზე ჩასატარებელი სამუშაოებია.
ახალციხის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების გარდა, ბუნებრივი აირი შეუწყდება თეთრიწყაროს, ბოლნისსა და კაზრეთს.
You must be logged in to post a comment.