”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ფაქტები სამცხე–ჯავახეთში

12322568_1383658834981864_6156886605139578858_o.jpgგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საღრძის მიმდებარედ ნანახი იქნა მორები, რომელთა საერთო რაოდენობამ  51 ერთეული შეადგინა.
ამ დროისთვის სამართალდამრღვევების ვინაობა უცნობია.

გარდაა ამისა სამმართველოს თანამშრომლებმა საღრძის მიმდებარედ, ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გადამოწმების მიზნით გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოაჩინეს.

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმი.

 ასევე, სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.

სახერხის ტერიტორიაზე ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.

აღნიშნული სახერხი დალუქეს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 10/12/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე