”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში “ოცნების” ორგანიზაციების თავმჯდომარეები აირჩიეს

კახა კალაძემ და “ქართული ოცნების” წევრებმა  ბორჯომში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  აირჩიეს.  პარტიის აღმასრულებელმა  მდივანმა მედიასთან კომენტარი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.  აქ მხოლოდ ერთი –  ბორჯომის გამგებელის დიმიტრი ყიფიანის კანდიდატურა იყო წარდგენილი და დელეგატებმა უპირატესობაც მხოლოდ მას მიანიჭეს.

„ქართული ოცნების“ წევრებმა პარტიის გადახალისებასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

სხდომას რეგიონის პირველ პირებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატიც დაესწრო.

გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა “ქართული ოცნება” თანამედროვე   ევროპულ პარტიად ჩამოყალიბდეს.

ბორჯომის შემდეგ, დღესვე, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები  აირჩიეს  ასპინძასა და ადიგენშიც. ასპინძის “ქართული ოცნების” რაიონულ ორგანიზაციას, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მიქელაძე, ხოლო ადიგენის  ორგანიზაციას, გამგებელი ზაქარია ენდელაძე უხელმძღვანელებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე