საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 2016 წელსაც გაგრძელდება. სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრები მცირე მიწიანი ფერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. წელს კი ფერმერებს ხვნის ბარათების გამოყენება 20 დეკემბრამდე შეუძლიათ.