”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ურავლის გზის დამეწყრილი მონაკვეთი მოიხრეშება

ახალციხე–ურავლის საავტომობილო გზაზე, რომელიც შემოდგომით მეწყერმა დააზიანა, ადგილობრივი თვითმმართველობა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, არსებობს რეალური საშიშროება, რომ  გზის ქვეშ არსებული სასმელი წყლის მილი დაზიანდეს, ამიტომ, პირველ ეტაპზე, მიწისგან მისი გათავისუფლება მოხდება.

აღნიშული მილი, სასმელი წყლით, ქალაქ ახალციხეს, სოფელ ივლიტას, მინაძესა და ჭაჭარაქს ამარაგებს. გზის დაზიანებული მონაკვეთის ვიზუალური დათვალიერება, გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგების ჯგუფმა განახორციელა, დეტალურად კი კერძო საპროექტო კომპანიამ შპს ,,საქგზა მეცნიერებამ“ შეისწავლა. მათი კვლევების მიხედვით, განისაზღვრა საპროექტო სამუშაოების დოკუმენტაციის შედგენის ღირებულება და მეწყერის პრევენციისთვის აუცილებელი თანხა. პირველადი მონაცენებით, ბეტონის გზის აღდგენისთვის დაახლოებით 500 ათასი, ხოლო საპროექტო სამუშაოებისათვის 15 ათას ლარამდეა საჭირო. გამგეობაში განმარტავენ, რომ მათ მონაცემები  ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაუგზავნეს  და ამ დროისთვის მათგან პასუხს ელიან. მათივე თქმით, ურავლის გზის რეაბილიტაცია საკამაოდ ძვირადღირებული პროექტია და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით მისი მოგვარება შეუძლებელია. გამგეობაში ამბობენ, რომ გზის 150–მეტრიანი ნაწილზე ბეტონის საფარი მოიხსნება და მოიხრეშება.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 08/12/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე