”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის სასამართლომ, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ადვოკატი 100 ლარით დააჯარიმა

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის საქმეზე სასამართლო სხდომა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარემ სასამართლოს, სარქის აკოფიანის სიკვდილის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, საექსპერტო დასკვნა წარუდგინა, რაც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო. მაიზერ ბაბლუანი აცხადებს, რომ ამის შესახებ მან ჯერ კიდევ წინასასამართლო სხდომაზე ისაუბრა და მისთვის გაურკვეველია, რატომ წარადგინა პროკურორმა აღნიშნული მტკიცებულება.

სასამართლომ, წინა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მაიზერ ბაბლუანი 100 ლარით დააჯარიმა, რადგან ადვოკატს მოსამართლისთვის სხდომის გაცდენის მიზეზი არ აუხსნია. დღეს კი ადვოატმა სასამართლოზე განმარტა, რომ ისეთი საქმის საგამოძიებო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს და ამის გაჟღერების უფლება არ ჰქონდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, გამოძიება ნალბანდიანს, იგიტიანსა და კარაპეტიანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ერთ–ერთ ბრალდებულს ნალბანდიანს ბრალი, პოლიციელზე თავდასხმაშიც ედება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე