გაფიცული მუშები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ისინი ჟურნალისტებთან განმარტავენ, რომ ხელმძღვანელობამ ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა , ამიტომ გადაწყვიტეს სამუშაოს დაბრუნებოდნენ.
მუშების განმარტებით, სამუშაო სათების რაოდენობა გაიზარდა, დღეში ორჯერ 15 წუთიანი შესვენება ექნებათ და დაუბრუნდათ ჩაის დალევის დროც.
იმ შემთხვევაში, თუ მუშებს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებათ, ერთი დღის ნაცვლად, სამი დღით სამსახურის გაცდენა შეეძლებათ.
მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მუშები სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორცილებას შეუდგნენ.
რაც შეეხება 19 მუშას, რომლებიც გარდაბანიდან არიან, ხელმძღვანელობა მათ დაპირდა, რომ გარდაბანშივე დაასაქმებენ.
შეგახსენებთ, რომ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში დასაქმებული 150 მუშა, ვალეში ორი დღის წინ გაიფიცა. მათგან შვიდი, სამსახურში მალევე დაბრუნდა.ისინი შემცირებული საათებისა და ხელფასის გაზრდას, შაბათ დღეს ანაზღაურების გაორმაგებასა და კვების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.
You must be logged in to post a comment.