”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საპროტესტო აქციის გამო გათავისუფლებული და სასტუმროდან გასახლებული თანამშრომლები

პროტესტის გამო დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელობამ თბილისიდან და გარდაბნიდან ჩამოყვანილი მუშები სამსახურიდან გაათავისუფლა და გუშინ გვიან ღამით, ახალციხის ერთ–ერთი სასტუმროდანაც გაასახლა.
აღსანიშნავია, რომ დაქირავებული თანამშრომლების შრომით ხელშეკრულებაში, მითითებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც, დაქირავებულს მუშას, ომის, ბლოკადის, გაფიცვის, ან ემბარგოს შემთხვევაში კონტრაქტი ავტომატურად უწყდება.

19–მა თანამშრომელმა სასტუმრო „თეთრი სახლი“ გუშინვე დატოვა.
“სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს” კომპანია BP კურირებს. სამუშაოებს კი ქვეკონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. ამ დროისათვის არლის მიწებზე საცხოვრებლების მშენებლობა მიმდინარეობს. BP პრობლემის მოგვარების ვალდებულებას ქვეკონტრაქტორ კომპანიებს აკისრებს, რომელთა წარმომადგენლებიც მედიასთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

ვალის საბაჟოსთან საპროტესტო გამოსვლები 2 დეკემბერს დიწყო.  “სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის” ფარგლებში დასაქმებულები ხელმძღვანელობისგან სამუშაო საათებისა და შესაბამისად, ანაზღაურების ოდენობის შემცირებას აპროტესტებენ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე