ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. რუსთაველის ქუჩაზე, მარკეტთან “იაფი”, ნივა და მერსედესის მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევის გამო, შეფერხებულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
You must be logged in to post a comment.