”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

23 გაფიცულ თანამშრომელს სასტუმროში დარჩენის უფლებას არ აძლევენ

12308932_792649470845103_1991651266_n23  გაფიცულ თანამშრომელს სასტუმროში დარჩენის უფლებას არ აძლევენ. ამ წუთებში, ,,თეთრი სახლიდან”,  სადაც სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტის  სამშენებლო სამუშაოებში დასაქმებულები რჩებოდნენ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციის ძალით გამოსახლებას უპირებენ.

,,სად წავიდეთ ამ ღამეს, არ გვინდა გასვლა, მაგრამ ჩვენ პოლიციას როგორ მოვერევით”–  განმარტეს ,,მე–9 არხთან” გაფიცულმა თანამშრომლებმა. მათი თქმით, თუკი სამართალდამცველები ძალის გამოყენებით გააძევებენ, იძულებულნი გახდებიან ტერიტორია დატოვონ.

აღნიშნული პიროვნებები  ,,BECHTEL & ENKA”-ს ის თანამშრომლები არიან, რომლებსაც დღეს დილით კომპანიამ ხელშეკრულებები გაუუქმა. თავდაპირველად სამუშოს გარეშე 30 ადამინი დარჩა, დღის განმავლობაში 7 მათგანი სამსახურში აღადგინეს, დარჩენილი 23–ს კი კოპანია ღამის გასათევი ადგილის გარეშე ტოვებს.

კომპანია ,,BECHTEL & ENKA”–ს წარმომადგენლები მედიასთან კონტაქტზე უარს ამბობენ.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 02/12/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე