დღეს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულების – ნალბანდიანის, კარაპეტიანისა და იგიტიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეზე ორი მოწმე, ექსპერტ–კრიმინალისტი ირაკლი წვერავა და გამომძიებელი ლევან ნებაძე დაიკითხნენ.
გამომძიებელი იხსენებს, რომ არმენ ნალბანდიანი, გამომძიებელ ელგუჯა ტაბატაძესთან დაკითხვაზე დაბარების შემდეგ მივიდა, სადაც ნალბანდიანი, ნებაძეს და მის ორ თანამშრომელს, აგრესიულად ესაუბრა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის გამო, ნალბანდიანი გაჩხრიკეს, დაკავეს, ოქმი დაწერეს და დროებით იზოლატორში მოათავსეს. გამოძიებლის თქმით, ნალბანდიანი სამართალდამცველებს წინაარმდეგობას უწევდა, რის გამოც მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ადვოკატი მაიზერ ბაბლუანი ამბობს, რომ აღნიშნული ჩვენებით, გამომძიებელმა, დაკავებულის ცემა, ფაქტობრივად, აღიარა.
სასამართლო პროცესის შემდეგ, ერთმანეთს დაკავებულისა და გარდაცვლილის ახლობლები დაუპირისპირდნენ.