”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვაჟა ჩიტაშვილი გაფიცულ მუშახელს სამართლებრივ ბრძოლას ურჩევს

სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტი, სადაც დღეს, 2 დეკემბერს 150–მდე თანამშრომელი გაიფიცა, ვალის საბაჟო გამშვები პუნქტიდან დაახლოებით, ნახევარ კილომეტრში, სოფელ არლის  ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ სამშენებლო სამუშაოებში დასაქმებული ძირითადად ვალისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების სოფლების მაცხოვრებლები არიან. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მათ მიერ გამართულ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ახალციხის დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა. პარლამენტარმა გაფიცულებს პრობლემის მოგვარება სამართლებრივი გზით ურჩია. მისი თქმით, აქ დასაქმებულთა უფლებები იზღუდება.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით,  ,,მე–9 არხი“ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელსაც დაუკავშირდა. ზაქარია ენდელაძემ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სიტუაციას იცნობს, თუმცა აღნიშული დავა კერძო კომპანიას ეხება და  მასში ჩარევის სამართლებრივი უფლება არ გააჩნია. გამგებლის თქმით, BP მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაერთ მნიშვნელოვან სამუშაოს ახორციელებს და თანამშორმლობაც წარმატებულია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორიოდე კვირის წინ, კომპანია ,,BECHTEL & ENKA”-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც იგი, დაახლოებით, 8 პოზიციაზე მუშახელს დასაქმებას სთავაზობდა. ვაკანსიების მიღება ამ ეტაპზე დასრულებულია.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე