”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს, 1 700–ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

mza sasamartlo farcaxashvili.avi_000040160    რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, განაჩენი დღეს, გოჩა ჯეირანაშვილმა გამოუტანა. მოსამართლემ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, ორ მუხლში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სიყალბეში უდანაშაულოდ ცნო.სამსახურეობრივი გულგრილობისთვის კი, 1 700ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

სხდომას არ ესწრებოდა მსჯავრდებულების ადვოკატი. გიორგი ქასრაშვილმა ,,მე–9 არხთან” განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ, გაასაჩივრებენ თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ბრალად  სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებოდათ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე