ახალციხის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ამბობენ, რომ წყლის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანებაა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, სასმელი წყლის გარეშე, ახალციხეში, აბონენტების 11% დარჩენილი. ნინო რამიშვილი განმარტავს, რომ პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობენ და 950–მდე აბონენტს წყლის მიწოდება 18 საათისთვის აღუდგება.
You must be logged in to post a comment.