”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალეში მებაჟე ოფიცერი და სამი თანამზრახველი დააკავეს

valeსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მებაჟე ოფიცერი თ.ნ. და დანაშაულში მონაწილე კიდევ სამი თანამზრახველი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ გავლით, სამი კილოგრამი ოქროს განუბაჟებლად შემოტანის სანაცვლოდ,  5 400 აშშ დოლარი მოსთხოვეს, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  თავისუფლების აღკვეთას 6 დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე