”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს განაჩენს, 1 დეკემბერს გამოუტანენ

ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის სახურავის საქმის განხილვა ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს განაჩენს ხვალ, 1 დეკემბერს გამოუტანს.

გამგეობის თანამშრომლების საქმეზე ამ დრომდე ბრალდების მხარის რეპლიკა იყო დარჩენილი. პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა გონივრული ვადა რეპლიკისათვის რამდენჯერმე ითხოვა და სხდომა გადადო.

ქასრაშვილისა და მერაბიშვილის საქმეს ზურაბაშვილმა შპს “სამცხე XXI”–ს დირექტორის გურამ ფარცახაშვილის განაჩენი დაურთო. იგი მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კომპანიის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ბრალად  სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე