გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი 2 სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სამართალდამრღვევებს უკანონო სახერხი საამქროები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირესა და სოფელ ჭობისხევში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. სახერხების ტერიტორიაზე ნანახი იქნა დაუფირნიშებელი მორები და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
მოხდა სახერხი საამქროების დემონტაჟი, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.
You must be logged in to post a comment.