მხიარულ სტარტებში , საქართველოს მასშტაბით, ახალციხის მეხუთე სკოლის გუნდი ფინალში გავიდა. 400–მდე სკოლას შორის ახალციხელმა მოსწავლეებმა კონკურენტების დამარცხება შეძლეს. ისინი 5 დეკემბერს დედაქალაქში უკვე პირველობისათვის იბრძოლებენ. საპრიზო ადგილზე გასულებს კი ორგანიზატორებისაგან სიმბოლური საჩუქრები, თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს სპორტისა და განათლების სამინისტროებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით მოეწყო. რეგიონებში ღონისძიებას ორგანიზება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაუწია.