ახალციხეში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ,,აირჩიეთ თანასწორობა“ – ამ სლოგანით, ახალციხის გენდერის ცენტრისა და კლუბის წევრებმა, ქალაქის ცენტრალურ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას, გენდერული კვოტირების სისტემასა და მის მიზნებზე ესაუბრნენ. მათი თქმით, უსამართლობაა, რომ საქართველოს პარლამენტში, 150 წევრიდან, ქალი მხოლოდ 18 მათგანია, რაც დეპუტატების მხოლოდ 12% შეადგენს.
ორგანიზაციამ, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის,“ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდამჭერი აქცია, ახალციხის გარდა, საქართველოს შვიდ ქალაქში: თელავში, რუსთავში, თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში გამართა.
გამოხმაურება: ტელეკომპანია ‘მე–9 არხი’მედიაცენტრის აქციის შესახებ | გენდერის მედიაცენტრი ახალციხეში