”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პროკურორი შალვა აბულაძისათვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვს

„18 უარი“– ამ სახელწოდებით  განცხადება, ახალციხის რაიონულ სასამართლოს, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა გამოუგზავნა, სადაც იგი პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზებზე საუბრობს. მათ შორის,  საპყრობილეში არაადამიანურ მოპყრობაზე, საკუთარი თავის დაცვისათვის შესაბამისი იურიდიული ლიტერატურის არქონასა და სასამართლოსათვის უნდობლობის გამოცხადებაზე. შალვა აბულაძე განცხადებაში  განმარტავს, რომ აღნიშნულ მდგომარეობაზე  რეაგირებისათვის,  სასამართლოს 18–ჯერ მიმართა,  თუმცა უშედეგოდ.

ორი პოლიციელის მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია, რადგან  ადვოკატის თქმით, ბრალდებული არცერთ სასამართლო სხდომაზე აღარ გამოცხადდება. შესბამისად, შალვა აბულაძე არც ჩვენებას მისცემს.

პროცესზე  დღეს საბოლოო სიტყვა ბარლდების მხარემ წარადგინა. პროკურორმა დავით ნეფარიძემ საქმის ირგვლივ ყველა გარემოებაზე ისაუბრა და სასამართლოსგან აბულაძის მიმართ სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

შემდეგი სხდომა 11 დეკემბერს  ჩაინიშნა, სადაც დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წაიკითხავს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე