”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ავტომობილი დაიწვა

2049528

ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი მარკის ავტომობილი დაიწვა, რომელიც მფლობელს ავტოფარეხში ეყენა. როგორ გაუჩნდა ცეცხლი ავტომობილს, მიზეზი უცნობია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე