”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა“– აქცია ახალციხეში

,,ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა“– ამ სლოგანით დღეს ახალციხეში აქცია მოეწყო. ,,ქალთა ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით, ახალგაზრდებმა ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტერსტეს და თანატოლებს მოუწოდეს, რომ დრო განათლებას დაუთმონ. მონაწილეებმა არასრულწლოვანთა გათხოვების უარყოფით შედეგებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ადრეულ ქორწინებას თან მათი ორსულობა და მშობიარობა ახლავს, რაც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ადრეული ქორწინების გამო, გოგონები წყვეტენ განათლების მიღებას.

აქცია ქვეყნის 13 ქალაქში, ქალთა მოძრაობის ინივიატივით გაიმართა. ახალციხეში, ორგანიზება ა/ო ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გაუწიეს, რომლებსაც მოქმედი მესამე სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 2011 წლიდან 2013 წლის იანვარმდე, 7000–ზე მეტმა გოგონამ მე-7-9 კლასში სკოლაში სწავლა შეწყვიტა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე