დღეს, 24 ნოემბერს ახალციხეში, 12 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, „ენერგო–პრო ჯორჯია“, სარემონტო სამუშაოებს შეასრულებს.
კომპანიის სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოირთვება ქვესადგური „ახალციხე“, რის შედეგადაც ელექტროენერგია ახალციხის მუნიციპალიტეტში 12:00–დან 16:00 საათამდე გაითიშება.
სამუშაოები კომპანიის მიერ დაანონსებული იყო 12 ნოემბერს, თუმცა ძლიერი ქარის გამო, სამცხე–ჯავახეთის რეგიონს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა, რის გამოც დაგეგმილი სამუშაოები გადაიდო.
You must be logged in to post a comment.