”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რესტორანში, სტუმრების გამასპინძლება, ადიგენის მუნიციპალიტეტს, 5 400 ლარი დაუჯდა

სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოწვეული სტუმრების გამასპინძლება, ადიგენის მუნიციპალიტეტს, 5 400 ლარი დაუჯდა – ინფორმაციას ვებ–გვერდი ,,ადიგენის ხმა” ავრცელებს. გამოქვეყნებულ აქტს, 11 ნოემბერსვე, ხელს აწერენ ინდ. მეწარმე გივი გავაშელიშვილი და ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი იმედა სირბილაძე. დოკუმენტის თანახმად, ინდ.მეწარმეს წმ. სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე მრევლისთვის ტრაპეზის მომზადება და მოწვეული სტუმრების რესტორანში გამასპინძლების ორგანიზება ევალებოდა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა. მხოლოდ ღონისძიება, მუნიციპალიტეტს, 2 000 ლარი  დაუჯდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე