”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მართლმადიდებელი სამყარო, 23 ნოემბერს, გიორგობას აღნიშნავს

  • e183ace1839b-e18392e18398e1839de183a0e18392e18398     ქართული მართლმადიდებელი ეკლესია  წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა–ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.

საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს, მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში მისი აღნიშვნა საქართველოდან გადავიდა. დღესასწაული სამცხე–ჯავახეთში ყველა მოქმედ ტაძრში აღინიშნა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე