”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში პირველი სადემონსტრაციო ნაკვეთი დამუშავდა

ასპინძაში პირველი სადემონსტრაციო ნაკვეთი დამუშავდა. 1 ჰექტარ მიწის ფართობზე დღეს დაახლოებით 250 კილოგრამი ხორბალი დაითესა. გარდა ამისა, 10–მდე ფერმერი საბჭოს შექმნის იდეას გაეცნო. პროექტს, რომლის სახელწოდება  ,,საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემის მოდერნიზებაა“, გაეროს განვითარების პროგრამა, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო და ფერმერები ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში, ფერმერისა და მიწის ნაკვეთის შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით ხდება, რის შემდეგაც, ორგანიზატორები აღნიშნული ფართისათვის საჭირო სათესლე მასალასა და პესტიციდებს გლეხს უფასოდ აძლევენ. მოსავლის აღების შედეგ კი ფერმერმა მიღებული მარცვლეულის 10%   ფერმერთა საბჭოს ყველაზე აქტიურ წევრს უნდა გადასცეს. პროექტის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 7 სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობა და ფერმერების დატრენინგება იგეგმება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე