ჭელის ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო მიიღო. ფრიდონ აბაშიძე რელიგიათა საბჭოს მხრიდან ნომინაციაში – პიროვნება დაჯილდოვდა. იგი ჭელის ბიბლიოთეკაში 27 წელია მუშაობს.
ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა დააჯილდოვეს ტოლერანტობის ქომაგები: მედიასაშუალება, ორგანიზაცია, პიროვნება და საჯარო მოხელე – რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას ხელი შეუწყეს.
ნომინაციებში გამარჯვებულებს ტოლერანტობის ქომაგის საპატიო ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს სახალხო დამცველმა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა. უჩა ნანუაშვილის გამოსვლის სიტყვაში მოხვდა ჭელასა და მოხეში განვითარებული მოვლენებიც.