”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

1447535186101948საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, მან შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

ფრანსუა ოლანდმა მიმართვაში აღნიშნა, რომ ტერაქტები “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა განახორციელეს, თავდასხმების დაგეგმვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოხდა.

ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ფრანსუა ოლანდის თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებულია არმია და საპოლიციო ძალები. სამხედროები პარიზის ქუჩების პატრულირებას გააგრძელებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა.  99 დაშავებულის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. დაღუპულთა შორის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.12208299_1656322264652258_6550434460325295404_n

საფრანგეთში 13 ნოემბერს ტერაქტი ექვს ადგილზე  მოხდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს.

სოლიდარობის ნიშნად, საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა, მსოფლიოს მასშტაბით, შენობები. ლურჯ, თეთრ და წითელ ფერებშია განათებული თბილისის საკრებულოს შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია. საფრანგეთის დროშის ფერებშია მშვიდობის ხიდიც.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე