”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

18 ნოემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

ვალეში კომბოსტოს მოსავალი აიღეს. ფერმერები წელს რაოდენობასა და ხარისხს არ უჩივიან. ადგილობრივების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ბოსტნეულის რეალიზაციაა.
ვალელები ამბობენ, რომ ამ პერიოდში ერთი კილოგრამი კომბოსტოს ფასი 20–30 თეთრია. გაზაფხულზე კი ღირებულება, შესაძლოა, გაორმაგდეს. ამიტომ ფერმერები იძულებულნი არიან მოსავალი 4–5 თვით შეინახონ.
მოახერხებენ თუ არა ფერმერები ბოსტნეულის სრულ რეალიზებას, ეს მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი კომბოსტოს რაოდენობასა და ფასზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ვალელებს ბოსტნეული ულპებათ და ზარალი დიდია.
რაში ხედავენ ვალელები გამოსავალს და რა შეთავაზებები აქვს სახელმწიფოს? – ნახეთ 18 ნოემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 14/11/2015 by in ანონსი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე