”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჰერალდიკის კომისიამ ახალციხის სიმბოლოების შვიდი ესკიზი შეარჩია

ქალაქის საკრებულოში ჰერალდიკის კომისიის სხდომა გაიმართა. წევრებმა დღეს სიმბოლიკების ახალი ესკიზების შესარჩევად, სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს.

მესამედ გამოცხადებულ ჰერალდიკის კონკურსზე ესკიზების 7 პაკეტი შევიდა. აქედან ერთ ავტორს შვიდი გერბისა და ერთი დროშის, მეორეს სამი, მესამეს ხუთი, ხოლო დანარჩენს თითო ესკიზი ჰქონდა წარდგენილი. კომისიის წევრებმა მათგან , ყველაზე მისაღებად ხუთი გერბისა და ერთი დროშის ავტორის ნამუშევარი ჩათვალეს. რომლის თბილისში, ჰერალდიკის საბჭოთვის გაგზავნას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ, სიმბოლოების შესარჩევად, კონკურსი უკვე მესამედ გამოაცხადა, მათ პირველ ეტაპზე ოთხი ნამუშევარი, მეორეზე კი სამი ნიმუში მიიღეს. ჰერალდიკის კომისიამ ესკიზებში ცვლილებები შეიტანა, საბოლოოდ, ორივე კონკურსზე წარდგენილი ყველა ნიმუში დაიწუნეს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეთა ნამუშევრებს ჰერალდიკის კომისია მასალების მიღებიდან 5 დღის ვადაში შეარჩევს. რის შემდეგაც სხდომა გაიმართება და ქალაქის სიმბოლოებს გამოავლენს, ასევე ცნობილი გახდება მისი ავტორების ვინაობაც.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 13/11/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე