სამცხე–ჯავახეთში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შეყვანა იგეგმება. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი რეგიონის 58 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება. ესენია:
ადიგენის მუნიციპალიტეტში – დაბა ადიგენი, ბოლაჯაური. ახალციხის მუნიციპალიტეტში – კლდე, პატარა პამაჯი, საძელი, სვირი, წყრუთი; ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – ქ. ახალქალაქი, კორხი, მაჭატია, დილისკა, გულიკამი, კარტიკამი, ხულგუმო, ბავრა, ხორენია, კუმურდო, ჩამძვრალა, ვაჩიანი; ასპინძის მუნიციპალიტეტში – დაბა აპინძა, აწყვიტა, დამალა, ძველი, ოშორა, ტოლოში; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – ქალაქი ნინოწმინდა, დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, დიდი გონდურა, პატარა გონდურა, დილიფი, მამწვარა, გორელოვკა, ჯიგრაშენი, დიდი არაქალი, პატარა არაქალი, ოროჯოლარი, სათხე;
პროექტი მაღალსიჩქარიანი და იაფი ინტერნეტის მიყვანას ყველა სკოლამდე, მუნიციპალიტეტამდე, საავადმყოფომდე, ბიბლიოთეკამდე ითვალისწინებს.
საერთო ჯამში ინტერნეტი საქართველოს 2 000 სოფელში შევა.
პროექტს, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 150 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.
საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დაწყებსთან დაკავშირებით, შესაბამის შეთანხმებას „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის წევრ კომპანია „დეტეკონისა“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზაცია „ოუფენ ნეტის“ წარმომადგენლებმა ხელი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, თბილისში მოაწერეს.
You must be logged in to post a comment.