ადიგენში, ათი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის საკითხთან დაკავშირებით, გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილი მიიღო. აღნიშნულს, ხიდის თაობაზე გამართული აქციების ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისათვის” ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი ასაჯაროვებს.
“გთხოვთ განიხილოთ, თქვენს კომპეტენციას მიკუთვნებული წერილში დასმული საკითხები და პასუხი აცნობოთ, როგორც განმცხადებელს, ისე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას” – ნათქვამია წერილში.
გოდერძი კუბლაშვილმა პრემიერმინისტრსა და მთავრობის უწყებებს წერილობით მიმართა, სადაც ათ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენა, ადიგენი–გორგული–უდის გზის რეაბილიტაცია და კახარეთი–ჰესზე მიმავალი არხის სარემონტო სამუშაოები მოითხოვა.
აღნიშნული მოთხოვნით, ხიდის მიმდებარე ტორიტორიაზე 28 ოქტომბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა.
You must be logged in to post a comment.