12 ნოემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა.
ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გარე განათება.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე.
გამგებლის განმარტებით, გარდა დაზიანებული სახურავებისა, დაბაში რამდენიმე საათიანმა ძლიერმა წვიმამ დატბორა ადგილობრივების საცხოვრებელი სახლის ეზოები. რამდენიმე ადგილას კი მოგლეჯილია ხეები. 
წინასწარი მონაცემებით, ჯამში 13 ოჯახია დაზარალებული.
მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ყველა დაზიანებულ უბანს მოინახულებს და მიყენებულ ზარალს დაითვლის.
რაც შეეხება მწყობრიდან გამოსულ ელექტროსადენებს, მისი აღდგენა დილიდანვე მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დაბის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.
You must be logged in to post a comment.