”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნინოწმინდა–წალკის გზის მონაკვეთიდან 140-მდე მგზავრი გამოიყვანეს

სამაშველო სამსახურის და შსს–ს თანამშრომლებმა, ნინოწმინდა–წალკის გზის მონაკვეთზე ჩარჩენილი მგზავრები უკვე გამოიყვანეს, თუმცა ფარავანის უღელტეხილი ამ დრომდე დაკეტილია. ნინოწმინდა–ფოკა–წალკის მიმართულებით, გზის 110 კმ. მონაკვეთი თოვლისა და ქარბუქის გამო ჩაიკეტა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიზე სულ 140–მდე ადამიანი იყო ჩარჩენილი, ამ დროპისათვის კი ყველა მათგანი გამოყვანილია.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, მუშაობს მძიმე ტექნიკა. მოქალაქეები გზის გახსნას ელიან, შსს–ს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საავტომობილო გზა ფოკისა და წალკის მიმართულებით, გამოამინდების შემდეგ გაიხსნება.

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 106-117კმ, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 12/11/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე