”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რა პრობლემების წინაშე დგანან მესხი ფერმერები

მოკლევადიანი და მაღალპროცენტიანი კრედიტები, მოუწესრიგებელი სარწყავი სისტემა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის სიმცირე და წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია – მესხი ფერმერები იმ პრობლემებზე ჩივიან, რომლებსაც  სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობისას ხვდებიან. სამცხე–ჯავახეთის ფერმერებმა, აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციას მიაწოდეს. მისი თავმჯდომარის განმარტებით, შეხვედრის მიზანი, რეგიონში სოფლის მეურნეობის პრობლემების გამოვლენა და მათი ხელისუფლებამდე მიტანაა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ–ერთი წინაპირობა კოოპერატივების შექმნაა, რომელიც საქართველოში ნელი ტემპით მიმდინარეობს.

აღნიშნული მიზნით, ფერმერებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში იმართება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე