”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რატომ ეშინია საზოგადოების ნაწილს დასავლეთთან ინტეგრაციის

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შიშობს, რომ ევროპასთან დაახლოება ქართულ ტრადიციებს, კულტურას, რელიგიას და ეროვნულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნის. საზოგადოებაში გავრცელებული ამ მითების ბრალია ის, რომ დასავლური ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის განწყობა სხვადასხვაგვარია.

     დასავლეთის მიმართ, მოსახლეობის უარყოფითი განწყობის მიზეზად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დაინტერესებული ჯგუფების მიერ, ინფორმაციის არასწორად გავრცელებას ასახელებენ. მედიის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ საზოგადოებაში აღნიშნული შიშების დასამარცხებლად, მოქალაქეებამდე რეალური ინფორმაცია მიტანაა საჭირო. თამარ კინწურაშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზე მგრძნობიარე და გავრცელებული, სწორედ კულტურულ იდენტობასთან დაკავშირებული მითებია.

ევროინტეგრაციის შემდეგ, ქართულ კულტურულ იდენტობას არანაირი გამოწვევა არ ექნება  – ამბობს ბექა მინდიაშვილი. თეოლოგი მოსახლეობის შიშს უსაფუძვლოს უწოდებს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში პრობლემა მაშინ შეიქმნება, თუ საზოგადოება დასავლეთთან ინტეგრაციას ვერ მოახერხებს. მინდიაშვილი, საქართველოში კულტურული და რელიგიური იდენტობის გადარჩენის და განვითარების ერთადერთ გზად, თავისუფლების პრინციპზე აგებულ დასავლურ საზოგადოებას ასახელებს.

საზოგადოებაში გავრცელებული მითების დასამსხვრევად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კულტურული მრავალფეროვნება, საქართველოს,  დასავლეთთან დაახლოებაში უმთავრეს რესურსად გამოადგება. ევროპელ მკვლევართა აზრით, კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  უნიკალურობა ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესის წარმართვაში შეეშველება. დასავლეთი, საქართველოს მოქალაქეებისგან, მხოლოდ საკუთარი კულტურის იდენტობის შენარჩუნებას და დაცვას ითხოვს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე