”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზურაბ სურმანიძემ სოფელ რუსთავში სუბტროპიკული ხილის ნერგები გაახარა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მცხოვრებმა ზურაბ სურმანიძემ ათობით ყურძნისა და ვაშლის ჯიში გაამრავლა. დასავლეთიდან ლეღვის, კივისა და ხურმის ნერგებიც ჩამოიტანა და მესხეთის მკაცრ კლიმატურ პირობებს შეაგუა. ფერმერის სამომავლო გეგმები – “ფერმერის საათის” სპეციალურ რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი”

ვაზისა და ვაშლის ათამდე სახეობა, ხურმა, ლეღვი და კივი – ეს ნერგები  ხუთი წლის წინ, სოფელ რუსთავის მკვიდრმა ზურაბ სურმანიძემ, დასავლეთ საქარველოდან, მესხეთის მიწაზე გადმოიტანა და მათი, რეგიონის მკაცრ კლიმატურ პირობებთან შეგუება გადაწყვიტა. ფერმერი ამბობს, რომ მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ნერგებმა გაიხარეს, თანაც ისე, რომ მისი ხელოვნური  დათბუნება საჭირო არ გახდა.  ზურაბ სურმანიძე მომავალში ბაღის გაფართოებასა და აჭარიდან ხეხლისა და ციტრუსის  ახალი ჯიშების ჩამოტანს გეგმავს.

ხეხილის გარდა,  ზურაბ სურმანიძის ბაღში ბოსტნეულიც მრავლად არის. კიტრის, პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის  ჯიშები თავად  გამოყავს.   სპეციალურად მოწყობილ სათბურში შეუძლია მოსავალი მთელი წლის განმავლობაში მიიღოს. 65 წლის ფერმერს სათბური ჯერ მხოლოდ 300 კვადრატულ მეტრზე აქვს მოწყობილი. იგი მომავალში ბოსტნეულის ახალი ნერგების შემატებასა და ტერიტორიის გაფართოებასაც გეგმავს.

ფერმერი ამბობს, რომ ხილ-ბოსტნეულის მოვლა–პატრონობისას, იგი მათ მოსავლიანობაზეა ორიენტირებული. მოსავლის აღება იმაზე ბევრად ადრე შეუძლია, როგორც ამას ჩვეულებრივი ფერმერი მოახდენს. ზურაბ სურმანიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობა წარმატებულია. გაწეული შრომა კარგი მოსავლის მიღებით  უფასდება. თუმცა იმისათვის, რომ მაჩვენებელი ბევრად უკეთესი იყოს, ახალი გეგმები აქვს. ზურაბ სურმანიძე  მზის კოლექტორის შეძენას აპირებს, რომლის მეშვეობითაც გაცილებით დიდი მოსავლის მიღებას შესძლებს.

ზურაბ სურმანიძე ამბობს, რომ ხილ-ბოსტნეულის მოშენებით ბავშობიდან დაინტერესდა, თუმცა გეგმების განხორციელება 1982 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც, იგი აჭარის რეგიონიდან სოფელ რუსთავში დასახლდა – ეს ადგილი  კი, ცარიელი მინდვრიდან  ხილის ბაღად   აქცია. ფერმერის საქმიანობის შესახებ სურმანიძის მეზობლებიც საუბრობენ.

65 წლის ფერმერი დროის უმეტეს ნაწილს ხილ-ბოსტნეულის მოვლაში ატარებს. ამბობს, რომ ამ საქმეში წარმატების მიღწევის საფუძველი, ყველა მცენარის საფუძვლიანად შესწავლაა საჭირო.

ზურაბ სურმანიძე ამბობს, რომ მის მიერ მოწეული მოსავალი მაღალი  ხარისხით გამოირჩევა, რადგან იგი, ჩვეულებრივ, რეგიონისთვის დამახასიათებელ კლიმატურ პირობებში მოჰყავს და შხამ-ქიმიკატებით არ ამუშავებს. სწორედ ამიტომ ფერმერი  ფიქრობს, რომ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის გატანა არ უნდა გაუჭირდეს.  იქამდე კი სანამ ამის  შესაძლებლობა მიეცემა, ზურაბ სურმანიძე  პროდუქტის რელიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. ამბობს, რომ წელიწადში მისი შემოსავალი 5 000 ლარს აჭარბებს, რაც ხილ–ბოსტნეულის მოვლა-პატრონობაში გაწეულ  დანახარჯზე ბევრად მეტია.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე