”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზარზმობის დღესასწაულზე წირვა სამმა მიტროპოლიტმა აღავლინა

250px-zarzma_churchადიგენში ზარზმობის დღესასწაულს ზეიმობენ. ზარზმის  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა წმინდა სინოდის სამმა წევრმა  ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის, ბორჯომისა და ბაკურიანის და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტებმა აღავლინეს.

ტაძრის მიმდებარე  ტერიტორიაზე იგეგმება კულტურული ღონისძიებებიც. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები და ინდივიდუალური  შემსრულებლები მიიღებენ.  ასევე, გაიმართება ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან პირველი პირები, როგორც ცენტრალური უწყებებიდან, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციიდან და რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან.

“ზარზმობა” სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 11 ნოემბერს,  ცნობილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს, სოფელ ზარზმაში გრანდიოზულად აღინიშნება.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 11/11/2015 by in რელიგია and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე