იმის გამო, რომ შენობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული, აბასთუმანში ათობით მოსახლეს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ადგილობრივების თქმით, ვიდრე სახლების პრივატიზება მოხდებოდა, ხელისუფლება გარე სამუშაოებს ასრულებდა. თუმცა აღნიშნული პროცესის, შემდეგ შენობები ხელშეუხებელი გახდა და თვითმართველობას ობიექტების რეაბილიტაციის უფლებამოსილება შეუწყდათ.