გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს.
ადიგენში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ნანახი იქნა პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, რომელიც დამალული იყო კარტოფილით სავსე ტომრების უკან. მძღოლს არ აღმოაჩნდა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტი.
უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადაშიც. სამართალდამრღვევს გადაჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
სოფელ შოლავერში კი ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. სამართალდამრღვევის ვინაობა უცნობია.
You must be logged in to post a comment.