12 ნოემბერს ახალციხეში 10 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სარემონტო სამუშაოები აქვს დაგეგმილი.
კომპანიის სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოირთვება ქვესადგური „ახალციხე“, რის შედეგადაც ელექტროენერგია ახალციხის მუნიციპალიტეტში 11:00–დან 16:00 საათამდე გაითიშება.
You must be logged in to post a comment.