ასპინძა–ახალქალაქისა და ახალციხის სატყეო უბნების აღრიცხვა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ 10 წლიანი ტყის მართვის სამოქმედო გეგმა შემუშავდება, რომელშიც ყველა სატყეო–სამეურნეო ღონისძიება დეტალურად გაიწერება, ეს იქნება მოვლითი სანიტარული და სარგებლობითი ჭრები, სატყეო–სამეურნეო გზების მოწყობა თუ გასაშენებელი ფართობები.
ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების განხორციელების მიზანია დადგინდეს სახელმწიფო ტყის ფონდის გარეშე საზღვრები და ის შეუსაბამობა, რომელიც დღეს არსებობს.
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში შედგა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტყის აღრიცხვის ინვენტარიზაციის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საქართველოში1998 წლის შემდეგ, ასეთი მასშტაბით არ განხორციელებულა.