”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 112 ფაქტი გამოავლინდა

12232714_1360562003958214_3840293778353143401_oგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა,  რეგიონული სამმართველოების მიხედვით, კანონდარღვევის ფაქტები შეაჯამა.  2015 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთის სამმართველომ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 112 ფაქტი გამოავლინა, აქედან ადმინისტრაციული – 111, ხოლო სისხლის სამართლის – ერთი.

ოქტომბრის თვეში, საქართველოში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 1 214 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ადმინისტრაციული – 1200 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის – 14 ფაქტი.

ყველაზე მეტი კანონდარღვევის ფაქტი, 314 შემთხვევა, ნადირობისა და თევზაობის წესის დარღვევის დროს არის გამოვლენილი. მეორე ადგილზე, 303 ფაქტით, ტყის კანონმდებლობის დარღვევაა, ხოლო მესამე ადგილი, 234 ფაქტით ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევებს უკავია.

ყველაზე მეტი კანონდარღვევის  ფაქტი (509) დასავლეთ ცენტრალურმა სამმართველომ გამოავლინა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე