”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების, რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო. პროცესზე ახალი პროკურორი მამუკა ქომოშვილი გამოცხადდა, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ თამარ ზურაბაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობს და სამედიცინო დაწესებულებაში თავად გადაიყვანა. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის დეტალებს არ იცნობდა, ქომოშვილმა სხდომის გადადება მოითხოვა. აღნიშნულს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა. ირაკლი ბარძიმაძემ განაცხადა, რომ პროკურატურა საქმეს სპეციალურად აჭიანურებს, რათა შემდგომში, ბრალდებულებზე ზეწოლა მოახდინოს და თავიანთთვის სასურველი განაჩენი დადგეს.

გამგეობის თანამშრომლების საქმის განხილვა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში უკვე დასრულებულია. ადვოკატის განმრტებით, მხოლოდ ბრალდების მხარის რეპლიკაა დარჩენილი და სასამართლო განაჩენს გამოიტანს, თუმცა თამარ ზურაბაშვილმა გონივრული ვადა რეპლიკისათვის რამდენჯერმე ითხოვა და სხდომა გადადო.

შეგახსენებთ, რომ  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ბრალად  სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხების მითვისება ედებათ. შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ნოემბერს 11 საათზე ჩაინიშნა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე