”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნოტარიუსთა შესარჩევად ასპინძაში შეხვედრა ჩატარდა

ასპინძის გამგეობაში შეხვედრა,  სახელწოდებით „გახდი შენი რაიონის ნოტარიუსი“ გაიმართა. ახალციხისა და ახალქალაქის ნოტარიუსები, დაინტერესებულ პირებს სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრნენ. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება გახდნენ ნოტარიუსები.

შეხვედრის ორგანიზატორის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის  ჩატარებას გეგმავს, რომელიც უწყების სასწავლო ცენტრში გაიმართება. ეთერ ოთანაძის თქმით, ასპინძიდან გამოცდაზე გასვლის მსურველები უკვე არიან, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, საუკეთესოები ნოტარიუსებად დაინიშნებიან.

იუსტიციის სამინისტრო გამოცდის ჩატარებას იმ  მუნიციპალიტეტებში გეგმავს, სადაც ამ დრომდე ნოტარიუსის მომსახურება არ არსებობს. საქართველოში ასეთი სულ 11 მუნიციპალიტეტია, მათ შორისაა ასპინძა, ადიგენი და ნინოწმინდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე