”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის ხუთ სოფელს ელექტრო–ენერგია არ მიეწოდება

ახალციხის ხუთ სოფელს: კლდეს, მუსხს, წირას, ანს, ტატანისს და ქალაქ ახალციხის შესასვლელს,  ელექტრო–ენერგია არ მიეწოდება. „ენერგო–პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ 4 ნოემბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ერთ–ერთ ფიდერზე საყრდენი მოწყდა, რის გამოც 1 200–მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის განმარტებით,  ავარიული გამორთვის გამო, ტექნიკური ჯგუფი ადგილზე გუშინვე გავიდა, თუმცა ფიდერამდე მისვლა ამორტიზებული გზის გამო ვერ მოხერხდა. გიორგი ბალახაშვილის თქმით, ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დილიდან მუშაობს და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღუდგებათ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე