დაბა ადიგენში ავარიული საბავშო ბაღის დემონტაჟისათვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდება. გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის 669–ე დადგენილების შესაბამისად, მუნციპალიტეტის ქონება დამოუკიდებელმა აუდიტმა 11 500 ლარად შეაფასა.
შესაბამისად, აღნიშნული თანხა აუქციონის საბალანსო ღირებულებად განისაზღვრა. როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა ამორტიზებულია და დემონტაჟს ექვემდებარება. აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებული მხოლოდ შენობას დაანგრევს და სამშენებლო მასალა მისი საკუთრება იქნება. ადიგენის საკრებულოში განმარტავენ, რომ ელექტრონული აუქციონი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.